რატომ არის ამდენი ონლაინ სესხი საქართველოში?!

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებულმა სწრაფმა სერვისმა, რომელიც ონლაინ სესხების სახელითაა ცნობილი, ფეხი აიდგა და მომენტალურად დამკვიდრდა ბიზნეს თუ ონლაინ სერვისების სექტორში.

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ოჯახების მატერიალური შეჭირვების გამო, ონლაინ სესხები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზემოთაღნიშნულ მომსახურეობას სთავაზობენ ინდივიდებს.

განსხვავებით საბანკო სესხებისა, ონლაინ კრედიტის რაოდენობა მცირეა, ამიტომაც მისი გამარტივება საშუალებას აძლევს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ისარგებლოს სწრაფი სესხით.

სამწუხაროდ, რადგან მსესხებლების სოციალური თუ მატერიალური დონე სესხის აღების შემდეგ ვერ ვითარდება, გარკვეული დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დაფაროს კრედიტი და როდესაც კვლავ ეჩეხება უფულობის პრობლემას, სესხს ახლა უკვე კრედიტის დასაფარად სხვა კომპანიისგან იღებს. ამ და სხვა მიზეზებმა გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ ონლაინ სესხების გამცემი დაწესებულებების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მაგრამ პირველ რიგში ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ როდესაც მოთხოვნა იზრდება და ბაზარს შეუძლია კიდევ აითვისოს კონკრეტული მომსახურეობა, ვიღაც პიროვნება ბიზნესში ფულს დებს და მეორე დღეს ხედავთ ახლადშექმნილი ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიის რეკლამას.

ისიც უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა რომ პროდუქტი ანუ ფული ყველგან ერთ როლს თამაშობს, სერვისები, მომსახურეობები და ტარიფები ონლაინ სესხებს განსხვავებული აქვთ. მომხმარებელიც თავისუფალია არჩევანში და საშუალება აქვს არა იმიტომ ისარგებლოს ერთი სწრაფი კრედიტების კომპანიით, რომ მეორე არ არსებობს, არამედ შეადაროს ერთმანეთს უპირატესობები თუ ხელშეკრულების წესები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ონლაინ სესხების კომპანიების ზრდას განაპირობებს, არის სოლიდური შემოსავალი. ფული ყველას სჭირდება, მაგრამ რადგან ყველას არ აქვს და არც სესხის გადახდის ვადის ამოწურვისას ცვივა მათთვის ციდან კუპიურები, ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც უშუალოდ სერვისით, ასევე გადავადებებით, რომელსაც მაღალი პროცენტი ემატება.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.