ვნებს თუ არა ექო ბავშვის ჯანმრთელობას?!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავ სტატიას გავეცანი. ექიმებსაც ვეკითხებოდი რჩევებს და როგორც აღმოვაჩინე, სადღეისოდ, ექოსკოპია ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ ისახება. ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო ჯერ არ დაუმტკიცებიათ. რაც უფრო ახალია აპარატურა, მით უფრო ნაკლებად ასხივებს ნაყოფს.

ერთ-ერთმა ექიმმა, ისიც მითხრა, თუ გინდა, ყოველ დღე გაიკეთეო… 🙂

დააკვირდით აპარატს, 5 რად-ზე ნაკლები თუ აქვს დასხივების საზომი, მშვიდად იყავით. მათ, ვისაც ხშირად უხდება ექოსკოპიაზე მისვლა, სთხოვეთ ექოსკოპისტს, გაზარდოს უსაფრთხოების ზომები და შეამციროს დასხივების ოდენობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მოგერიდოთ თქვენი ექიმისათვის ზედმეტი კითხვების დასმა.

თუ ვიქნები არჩევანის წინაშე – გავიკეთო თუ არა ექო – პასუხს აუცილებლად დადებითად გადავწყვეტ, რამდენადაც ამ უკანასკნელით გამოწვეული ზიანი შესაძლოა ზღვაში წვეთი იყოს იმ, გართულებებთან, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს მის გაუკეთებლობის შემთხვევაში. მით უმეტეს, როცა გართულებების მთელი კასკადი შესაძლოა ორსულობის დროს, მუცლად ყოფნადვე მოგვარდეს, თუ ზომებს დროულად მივიღებთ.

პ.ს. ყოველი შემთხვევისათვის, გაითვალისწინეთ, რომ ამ პოსტის ავტორი ექიმი არ არის და ყველაფერს რასაც ორსულობის თემაზე წერს, ან ინტერნეტით, ან პროფესიონალებთან კონსულტაციების შედეგად ასკვნის. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, ინფორმაცია თქვენს ექიმთან აუცილებლად გადაამოწმეთ!

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.