#100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

100 დღიანი გამოწვევა მოიცავს დღეში ერთი დამამახსოვრებელი მომენტის ამსახველი ფოტოს განთავსებას სოციალურ ქსელში. მიზანია იმის გააზრება, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ბედნიერი წამები და ამ წამების დანახვა, დაფასება. ორი სიტყვით – Carpe Diem – ანუ, თქვენ უნდა დაიჭიროთ წამი.

ეს გამოწვევა ადრეც დამიწყია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმიყვანია, მოტივაცია არ მქონდა.

ამჯერად, სადღაც მოვკარი თვალი და გადავწყვიტე, არ დამეყარა ფარ-ხმალი, დამეწყო და დამესრულებინა. კი, ხანდახან, დამღლელი იყო, ხანდახან მავიწყდებოდა ფოტოს გადაღება ან მისი ქსელში განთავსება, მაგრამ მაინც შევძელი გავსულიყავი ფონს!

ამ პერიოდში ჩემს ირგვლივ უამრავი კარგი რამ ხდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ პატარას ველოდებოდი. სწორადაც ეს იყო ყველაზე დიდი მოტივაცია, რომელიც მამოძრავებდა.

წარმოვიდგინე, როგორი მოულოდნელი იქნებოდა, დამეპოსტა ყოველ დღე ჩვეულებრივი – თუნდაც ნაყინის – სურათები და ერთ არაჩვეულებრივ დღესაც – არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ახალშობილის ფოტო!

Annas Birth
ბევრი ვერც მიხვდა, რომ სურათზე გამოსახული ბავშვი ჩემი იყო!

ამ გამოწვევის დახმარებით საშუალება მომეცა ყველა (ნუ უმრავლესობისთვის მაინც) ადამიანისთვის, რომელიც თავს დამფოფინებდა ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მადლობა გადამეხადა.

გარდა ამისა, ბევრ რამეს მივხვდი, მაგრამ აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გავაცნობიერე:

მივხვდი იმას, რომ როცა თავს კარგად ვგრძნობ, მაშინ არ მიყვარს სოციალურად აქტიურად ყოფნა. თუ ვაქტიურობ, მხოლოდ საჭიროების მიზნით.

მივხვდი იმას, რომ რთულია, დასახული მიზნის მიღწევა, მაგრამ, თუ არ დაგვეზარება, გადადებულ საქმეს მეორე დღეს მაინც გავაკეთებთ, დავიწყებულსაც შევასრულებთ, უკან ნაბიჯის გადადგმისა და ხალხის გაკიცხვის არ შეგვეშინდება, ყველაფერი გამოგვივა.

კიდევ იმას მივხვდი, რომ ჩემს ირგვლივ უამრავი კარგი ადამიანია და რომ ამ ადამიანებს დაფასება უნდათ! სილამაზეს დანახვა, აღქმა და მოვლა სჭირდება!

ხშირად, ადამიანები იმაზე ბედნიერები ვართ, ვიდრე ამის აფიშირებას ვახდენთ და რომ ყოველთვის არ არის საჭირო შენი კარგად ყოფნა ყველას გაუზიარო.

მაგრამ ხანდახან, უბრალოდ არ იცი ამდენი დადებითი ემოცია სად წაიღო და ხმამაღალა იყვირო:

დიახ, მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ!

პ.ს. მადლობა, რომ ხართ ჩემს გვერდით და მცირედით მაინც მიგიძღვით წვლილი ჩემს ბედნიერებაში.

 

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.