ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 3)

ვინმე გ.შ. Prodigy-ს კონცერტზე მიდის თბილისი-ბათუმის მატარებლით. იმედი აქვს, კომფორტულად იმგზავრებს და ამ დროს მის უკან ახალგაზრდა წყვილი ჯდება პატარა ბავშვით, რომელსაც კოლიკა აწუხებს. გარდა ამისა, ექიმმა ურეკის მაგნიტური ქვიშა ურჩია ბრტყელი ტერფების გასასწორებლად.

საწყალი ბავშვი ვერ წყნარდება და აწუხებს ყველა იქ მყოფს.

crybaby

რას აკეთებს გ.შ. იმის ნაცვლად ყურთსასმენი ამოიღოს და თავისი ფიქრებით გაერთოს?!

– ანთხევს ბოღმას, თუ როგორ “სძულს ყველა ის მშობელი, რომელიც მჩხავანა ბავშვს წინ და უკან დაატარებს!”

წარმოგიდგენიათ?

წინ და უკან ტარებაა ბავშვის წაყვანა დასასვენებლად. ისე თქვა, თითქოს, ეგეც ჯაზ ფესტივალზე მიჰყავდეთ… 😂 😂

კომფორტი დაურღვიეს, საწყალს. არადა, როგორი იმედი ჰქონდა, რომ გზაში დაისვენებდა?!

ჩვენში დაეჩეს და ბატონ ნარცისს ასეთი მშობლებისთვის მადლობის თქმა ავიწყდება, რამდენადაც მსგავსი სტატუსი შთააგონეს. ამ უკანასკნელის საშუალებით კი დღეს გუშინდელზე ერთი ორად ცნობილი გახდება.

მერე მავანი რჩევასაც დაეკითხება. თანდათან, ფულსაც იშოვნის და Prodigy-ს კონცერტზე ოდესმე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით კი არა, ტაქსით ან საკუთარი მანქანითაც წავა.

რა გინდათ, ბატონო? მერე აღარავინ დაგირღვევთ კომფორტს. თუმცა, თქვენისთანა ადამიანები ყოველთვის იპოვიან “სიძულვილის” სუბიექტებსა თუ ობიექტებს.

ალბათ, მშობლებს თავად არ დაჰყავდით ბავშვობაში არსად და ახლა ამ პოსტით გულს იოხებთ.

ჩემი ბავშვი ჯერ პატარაა და უკვე ყველგან დავატარებ!

0906461d0b487fd84220c173139f655a

მართალია, ამ ეტაპზე, არაა მჩხავანა, მაგრამ ოდესმე ხომ წამოიტირებს?! სულაც არ ვაპირევბ თქვენი და თქვენნაირების სიამონებისთვის ჩემს ბავშვს რამე დავაკლო, მაშინ, როცა მეუღლეს არ ეცლება, რომ მანქანით სადმე გაგვიყვანოს!

ხოდა, ისევ და ისევ თქვენი კომფორტისთვის! – ვისაც არ გსურთ სხვისი ტირილის, ჭორაობის და ა.შ. სმენა, ატარეთ ყურსასმენები, იარეთ კერძო ავტომობილით / ტაქსით ან დასხედით შინ!

5 thoughts on “ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 3)

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.