საძილე პოზა ორსულთათვის

ლოგინში წრიალისას, ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, ვაიმე, ასე წოლით ბავშვს რამეს ხომ არ ვავნებო?
ალბათ, თუ კი ფეხმძიმედ ყოფილხართ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, თუ რომელია საუკეთესო საძილე პოზა ორსულობის დროს?!
ორსულთათვის სპეციალური ბალიშებიც იყიდება. თუმცა, მეგობრის რჩევას გაგიზიარებთ, რომლითაც უკმაყოფილო თავადაც არ დავრჩენილვარ – ჩვეულებრივი ბალიშიც გამოგადგებათ. 😉
 ყველა ერთხმად თანხმდება, რომ გვერდებზე – განსაკუთრებით კი მარცხენა გვერდზე წოლა უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. ეს პოზიცია ბავშვისთვის სასარგებლოა, რამდენადაც, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევისა და მნიშველოვან  ნივთიერებათა პლაცენტისათვის მიწოდების გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, რთულია მთელი ღამის მანძილზე ერთ პოზიციაში იწვე გაუნძრევლად, ამიტომაც, გვერდები ხშირად ცვალეთ, მარჯვნიდან მარცხივ – ამ უკანასკნელს კი უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭეთ.
რაც უნდა იყოს, თავიდან აირიდეთ ზურგზე წოლა. ასეთ დროს ბავშვის მთელი წონა და სიმძიმე ხერხემალს, ზურგის კუნთებს, მნიშვნელოვან სისხლძარღვებსა და ნაწლავებს აწვება, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.