10 რამ წინსვლისთვის

1. არ მისცე სხვის აზრებს შენი ცხოვრების კონტროლის საშუალება!brights!:
  • მნიშვნელოვანია, არა ის – სხვები რას ფიქრობენ, არამედ რასაც თავად თვლი ასეთად;
  • მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რაც საჭიროა შენი ცხოვრებისათვის და არა სხვების კეთილდღეობისათვის;
2. დაივიწყე წარსული “ჩავარდნები!”
  • შენი წარსული არ ასახავს შენს მომავალს;
  • მნიშვნლოვანია, მხოლოდ ის, თუ რას გააკეთებ სამომავლოდ;
3. გაერკვიე და გადაწყვიტე, რა გინდა!
  • ვერასდროს დააღწევ თავს შენს ახლანდელ ადგილმდებარეობას, თუ არ გადაწყვეტ რა გსურს და სად გინდა ყოფნა;
  • მიიღე გადაწყვეტილება და მისდიე მას;
4.  არ გადადო იმის გაკეთება, რაც მნიშვნელოვანია შენი ცხოვრებისეული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად!
  • ცხოვრებაში ორი უმთავრესი ატერნატივაა, საიდანაც შეგიძლია არიჩიო: ა) შეეგუო გარემო-პირობებს; ბ) აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და შეცვალო ისინი;
  • ყველაზე კარგი დრო ხის დასარგავად: ოცი წლის წინ იყო; ამაზე უკეთესი – მხოლოდ ახლაა.
5. აირჩიე მოქმედება!

Suzanne Dye:

  • ადამიანები, ძირითადად არ ირჩევენ: როდის ან როგორ მოკვდებიან;
  • თუმცა, მათ შეუძლიათ აირჩიონ როგორ იცხოვრებენ.
  • ყოველი დღე ახალი შანსია – არჩევანის გასაკეთებლად.
6. დაიმახსოვრე – არ არის საჭირო, ყოველთვის მართალი იყო!
  • დაისახე წარმატება! თუმცა, არასდროს დათმო უფლება – რომ დაუშვა შეცდომა;
  • რადგანაც, უშეცდომო არავინაა და როცა შეცდომას დაუშვებ, დაკარგავ უნარს, აქედან გაკვეთილი ისწავლო და ცხოვრებაში წინ გადადგა ნაბიჯი;
7. ნუ გაექცევი პრობლემებს!
  • შეწყვიტე მარათონი!
  • წინ აღუდექი პრობლემებს. მოაგვარე ისინი – მოახდინე კომუნიკაცია, დააფასე, მიუტევე და შეიყვარე ის ადამიანები, ვინც ამას იმსახურებენ.
8. გადაწყვეტილებების მიღების მაგივრად, ნუ მოჰყვები თავის მართლებას!
  • გრძელვადიანი ჩავარდნების უკან ის ადამიანები დგანან, რომლებიც საქმის კეთების ნაცვლად თავის მართლებას ახმარენ დროს!
9. ნუ გამოგრჩება მხედველობიდან შენი ცხოვრების პოზიტიური მოვლენები და ფაქტები!
  • რასაც ხედავ, უმთავრესად იმაზეა დაკამოკიდებული, თუ რისი დანახვა გსურს;
  • გაგიჭირდება ოდესმე ბედნიერი იყო, თუ არ გაქვს უნარი აღიქვა შენ გარშემო მომხდარი კარგი ამბები და  იყო მადლიერი მათ გამო.
10. დააფასე აწმყო!

 :

  • ხშირად, ვცდილობთ რა მივაღწიოთ დიად მიზნებს, მხედველობიდან გვეპარება ის პატარა მიღწევები, რომლისგანაც შედგება ჩვენ მიერ დასახული ამოცანები.

 

2 thoughts on “10 რამ წინსვლისთვის

  1. ძალიან საინტერესო პოსტია. სულ მუდამ ვუმეორებ იმ სიტყვებს ყველას, რომ ნუ მიაქცევენ ყურადღებას სხვების აზრს და იფიქრონ საკუთარი თავისთვის თუ რამის მიღწევა უნდათ, მაგრამ ასე მგონია რომ ყველა არ არის წარმატებისთვის დაბადებული, რადგანაც მათ ისევ საკუთარი თავი აფერხებთ, საკუთარი შიშები და ნაბიჯების გადადგმის მცდელობა და რისკზე წასვლის შიშიც.
    ეს ყველაფერი ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან რომ ამათ გარეშე ერთობლივად არაფერი ხდება. ადამიანი თავად იქმნის მის გარშემო ბარიერებს, თავად ჩასძახის ყოველდღიურად საკუთარ თავს, რომ არაფერი გამოუვა, რომ არარაობაა ანდაც სულელია და ყველაც ამას უმეორებს, ეს კი იმდენად მოქმედებს, პატარა წვრილმანიც კი, რომ ამას იჯერებს უკვე და რეალური წარმატების მიღწევისთვის ნაბიჯის გადადგმაც ეზარებათ.. ესაა ის ნარჩევი ხალხი, ვინც ყოველთვის წუწუნებს რომ არაფერი გამოსდით, არადა არც არაფერი გაუკეთებიათ რომ რამე გამოვიდეს. მთავარი მოქმედებაა და არა წუწუნისთვის დაკარგული დრო!

    1. აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ღაღადებ!

      მთავარია შრომა და მოქმედება, თუნდაც, უკან გადადგმული ნაბიჯი უკეთესია, ვიდრე ადგილზე გაყინვა!

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.