როგორ დავლაშქრე GAP სულ რაღაც $3.93-ად

როდესაც GAP-ის, Old Navy-სსაიტებზე თითქმის ყოველთვის, ხოლო სხვა ონლაინ მაღაზიებში ხანდახან, შეხვდებით კუპონს, რომელიც თქვენს შენაძენზე დამატებით ფასდაკლებას გაავრცელებს.

ფასდაკლების პროცენტები 10-50%-ამდე მერყეობს და კოდები ძირითადად, ამგვარად გამოიყურება:

1. საიტის ბანერთან – ზედა ნაწილში

20
ამ შემთხვევაში, კოდის შეყვანა საჭირო არაა, როდესაც კალათაში სასურველ პროდუქტს ჩააგდებთ, ავტომატურად დააკლდება 20%. ყურადღებით იყავით, ეს კონკრეტული ფასდაკლება ყველა ფერზე ვრცელდება, ზოგიერთი კი – Hot deals ან Everyday Steals – ზე არა.

2. საიტის მარჯვენა ქვედა კუთხეშიFree Shipping

 

ამ შემთხვევაში, თქვენი კოდია SHIP25 – რომელიც Check out – ის დროს უნდა შეიყვანოთ.

ამგვარად, გუშინ GAP – ის საიტზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ თუ $50-ის პროდუქციას ჩავაგდებდი კალათში და კოდს შევიყვანდი, გადასახდელი იქნებოდა მხოლოდ $25. ზუსტად 50-ზე ვერ დავსვი, ამიტომ, გამომივიდა $53.93;

ეს ერთი ნაწილი, ახალა გადავდივართ მეორე, ყველაზე საინტერესო ნაწილზე…

MyPoints

ეს არის საიტი, რომელზეც უყურებ ვიდეოებს, ავსებ გამოკითხვებს და ა.შ. და ამაში აგროვებ ქულებს. პირველი 100 ქულა დავაგროვე Google-ის ექსთენშენის დაინსტალირებისთვის, რომელიც მსგავსი კუპონების აღმოჩენაში მეხმარება, თუ მე ვერ შევნიშნე. კერძოდ, როცა შევდივარ ამაზონზე, იბეიზე, ვოლმარტზე და იმ საიტებზე, რომლებიც MYPOINTS – თან არის ინტეგრირებული, ბანერი ექსთენშენის სახით აქტიურდება და მეუბნება სად რა კოდებია. და თუ ამ ბანერის გააქტიურების შემდგომ ზ.ა. საიტებზე რამეს შეიძენთ, ქულები გერიცხებათ; ასე მაგალითად Walmart-ზე დახარჯულ თითო $ – ზე მაძლევს 8 ქულას.  ამაზონზე 2-ს და ა.შ.

ერთი პატარა რჩევა: VPN – დააყენეთ, ოღონდ, თორემ, Survay – ებს არ გაგიხსნით!

გარდა ამისა, რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებულ პირველ შესაბამისს შენაძენზე დამატებით გერიცხებათ 10$-ის ღირებულების ქულები.

ქულების გადაცვლა სხვადასხვა ღირებულებისა და ონლაინ შოპინგის სასაჩუქრე ბარათებში შეგიძლიათ.

ამგვარად, გუშინ არ დავაყოვნე და GAP -ის $25-იანი GIFT CARD-ი მოვითხოვე. წამებში მომივიდა მეილზე ბარათის ნომერი და პინ-კოდი.

Redemption.jpg

საიტზე Check Out-ის დროს მივუთითე და ჩემს 53.93-იან შენაძენს, რომელიც 50%-იანი ფასდაკლების წყალობით უკვე $28.93 იყო, კიდევ $25 გამოაკლდა.

ამგვარად, ჩემმა ჯამური გადასახდელი სამ ნივთზე, რომელთა ღირებულება უდრიდა $53.93-ს – სულ რაღაც $3.93 გამოვიდა (8.77 ლარი – გუშინდელი კურსით); 🙂

Bank

ამით თანხის დაზოგვაში საკუთარი რეკორდი მოვხსენი – ფასდაკლების ოდენობამ 92.71% შეადგინა. 🙂

The best ways to Acquire Cashback For Online Shopping, On The Things You Purchase Everyday - From The Stores You Currently Purchase from!:

P.S. ნელ-ნელა ამერიკელ “კუპონომანებს” ვემსგავსები, მგონი და დამერხა.

 

3 thoughts on “როგორ დავლაშქრე GAP სულ რაღაც $3.93-ად

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.