ლიტერატურა · საინტერესო

ყველა ბილეთი მომგებიანია?! :O

ასეთი რამ გაგიგიათ?

მოკლედ მოგიყვებით:

დღეს შესვენებაზე გარეთ გამოვედი – თან წიგნი მქონდა. მზიანი სკამი ვიპოვე, ე.წ. “წითელ პარკში” ჩამოვჯექი და ბოლო რამდენიმე თავს შევექეცი. საკითხავი მზესუმზირასავით შემომეფრცქვნა; რაღაცნაირი უკმარისობის გრძნობა დამრჩა, ამიტომ, აქეთობისას, ბიბლუსში გამოვიარე, რომელიც სულ ახლახანს გაგვიხსნეს, რათა წიგნის შემდეგი ტომი მეკითხა.

ჩემი ყურადღება ჯერ მაღაზიის კარზე მითითებულმა სტიკერმა მიიპყრო – სადაც ეწერა – ყველა ბილეთი მომგებიანიაო.

Prises

ჩამეცინა, მე ხომ ისეთი ბედი მაქვს, სულ ყველა რომ მომგებიანი იყოს, მე მაინც ის ერთადერთი შემხვდება, რომელიც წამგებიანი იქნება, მეთქი.

დრო ცოტა მქონდა, მალევე გამოვბრუნდი უკან, მაგრამ დასახელებულ სტიკერზე “პალიტრა L”-ის ლოგო შევნიშნე. მერე, ელეს შევეხმიანე და მანაც მითხრა, რომ საქართველოში წიგნების პირველი ლატარია იმართება – გათამაშება უნიკალური იმითაცაა, რომ ყველა ბილეთი გარანტირებულად იგებს – წიგნს (ამაზე უკეთესს რას ინატრებს კაცი)!

“მთავარი” პრიზებიც ძალიან საინტერესოა:

    • ავტომობილი (ნუ, ეს ჩემ გარდა ყველას ოცნება),
    • ერთ კვირიანი საგზური ევროპაში (ჩემი ფავორიტი),
    • ავეჯის 3000 ლარიანი  ვაუჩერი (არც ამაზე ვიტყოდი უარს) და
    • აიფონ 6 s (პ.ს. სამსუნგ გალაქსი სჯობდა, მაგრამ – ნუ, რას ვიზამთ- ნაჩუქარი ცხენის კბილების ამბავი გაიხსენეთ)…

Lot

მონაწილეობა მარტივია:

31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში წიგნის მაღაზიებში პალიტრა L-ის წიგნების ყოველ 20 ლარიან შენაძენზე – მიიღებთ გათამაშების 1 ბილეთს; გადაფხეკთ და – მოიგებთ წიგნს. შემდეგ შეავსებთ ბილეთის მეორე ნაწილს და ჩააგდებთ სპეციალურ ყუთში (რომელიც, ლოტო-ტრონის – ფორმის წარმომიდგენია, რატომღაც). ზ.ა. პრიზების გათამაშება კი გაიმართება 29 მაისის, 18:00 საათზე – ტელეკომპანია Palitra News-ისა და „რადიო პალიტრას“ პირდაპირ ეთერში.

ხოდა, ჩემო კარგებო, ამ პოსტს დავასრულებ გათამაშების მთავარი სლოგანით #იკითხედამოიგებ !

#იკითხეთდამოიგეთ! 😛

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s