ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

დღეს მინდა ერთი ძალიან მაგარი წიგნის შესახებ მოგითხროთ, რომელიც გამომცემლობა – Palitra L – მა – “წლის ბესტსელერის” სერიით გამოსცა.

რამდენიმე დღეა წიგნი ხელთ ჩამივარდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ გადავშალე პირველად, რადგანაც, აქამდე სხვა ნაწარმოებები მქონდა დაწყებული და ჯერ ისინი უნდა დამესრულებინა.

რაა დასამალი და ვერ მოვწყდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ, როდის მოვრჩები საქმეებს და როდის ჩავუჯდები გულიანად.

ეს არის ელიფ შაფაქის – “ღირსება”. წიგნი, რომელიც განსაკუთრებულია თავისი თხრობის სტილითაც, გადმოცემული ისტორიებითაც და შეუძლებელია, გემოვნებიან მკითხველს არ მოეწონოს.

რომანი ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის თავგადასავალს ერთდოულად მოგვითხრობს. აქ ყველა დამნაშავე და ყველა მსხვერპლია.

“”ღირსება” არის რომანი, რომელიც ლონდონს არალონდონელების თვალით დაგვანახებს და დაგვაფიქრებს, თუ რას ნიშნავს ღირსება!”

The Times

prezentacia

ზოგადად წიგნების მიმოხილვებს მას შემდგომ ვწერ, რაც წაკითხვას დავასრულებ, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, რომ ჯერ ეს პოსტი გამომექვეყნებინა, რადგანაც ამ საღამოს 19:00 საათზე ბიბლუს გალერიში აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია იმართება და ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ღონისძიება მრავალმხრივ საინტერესო იქნება – თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების გათვალისწინებით.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პალიტრა ლ-ის წიგნები, რომლებიც წლის ბესტსელერის იარლიყის ქვეშ ქვეყნდება, დღეს 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება (ესენია: კორმაკ მაკარტის – “გზა”, “კაზუო იშიგუროს – “დაფლული გოლიათი”, ენტონი დოერის – “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ”, ჰერმან კოხის – “ვახშამი”!

დამატებითი ინფორმაციისთვის – იხილეთ ბმული: https://goo.gl/XFeX2V

P.S. ყველას, ვინც აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებით – მშურს თქვენი!

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.