ისევ და ისევ დეგენერატ მძღოლებზედ

რამდენჯერ უნდა დავწერო ამ თემაზე?! მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რა – მართვის მოწმობას ყოველ წელს უნდა აბარებდეს მძღოლი და წესები უნდა იყოს ძალზედ მკაცრი! სხვანაირად არაფერი ეშეველებათ ამათ არასდროს!

 გადავდივარ ქუჩას ქვეითის გადასასვლელზე ბავშვთან ერთად. მანქანამ შეანელა და დამითმო. ამ დროს პირველ ხაზზე მეორე ხაზიდან (იმ მანქანის უკნიდან, რომელმაც შეანელა) გამორბის მარშრუტკა “აბგონზე” მაგრამ მე მხედავს და ამუხრუჭებს რაც შეუძლია!

ვიღაც საწყალ გოგოს ტვინი მიასხმევინა საქარე მინაზე. და ეს ნაგლი მძღოლი დგას და მიყურებს. იმას, რომ მართვის წესები არ იცის, და ამდენი ადამიანი მისი დაუდევრობის გამო ლამის მიგვაკლა 100% მე მაბრალებს.

ძაღლები რომ დასვა საჭესთან, უკეთესად ატარებენ ტრანსპორტს!

მართვის მოწმობა არ ამიღია მაგრამ ორი რამ ზუსტად ვიცი:

– მე, ქვეითი რომ დავდგამ ჩემს გადასასვლელზე ფეხს – შენ, ავტომობილის მძღოლი უნდა გაჩერდე!

– პირველი ზოლიდან გადასწრება არ შეიძლება!

და კიდევ, ქალაქში იმ სიჩქარით არ უნდა იმოძრავო, რომ ძლივს დაამუხრუჭო! მით უმეტეს, როცა გზაზე საცობია და მაინც ვერავის გადაასწრებ, თუ მაინც და მაინც საიქიოში არ გეჩქარება!

One thought on “ისევ და ისევ დეგენერატ მძღოლებზედ

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.