✓ თაფლობის თვე საირმეში (Vol. 26)

ქორწილის მეორე დღეს, 6 სექტემბერს, საირმეში გავემგზავრეთ.

ბუნება საოცარი იყო. კვებასაც არაფერი დაეწუნებოდა. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მაინც და მაინც ვერ იყო ფასის შესაბამისი.

ორ კაციანი ნომერი იმდენად ვიწრო იყო, რომ სული შეგეხუთებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უფასოდ გადაგვიცვალეს 3 კაციან ნომერში, რადგანაც ნათქვამი გვქონდა რომ ახალდაქორწინებულები ვიყავით და ნომერში ერთ კაციანი ორი ლოგინი ისე ედგათ, ვერაფრით შეატყუპებდი. სამ კაციან ნომერშიც ერთ კაციანი საწოლები იდგა, თუმცა, შეგეძლო, შეერთება. წამოსვლისას ინვოისი, მაინც, სამ ადგილიანის ფასით გამოწერეს. შეხსენება მოგვიწია და კი გადააკეთეს, მაგრამ მაინც შეგვექმნა დისკომფორტი.

ამინდები, გასაოცრაად კარგი დაგვემთხვა. ერთადერთხელ იწვიმა და ისიც, შხაპუნით. საღამოს გრილოდა, თუმცა არ ციოდა.

ყველაზე მეტად სასადილოს აივანზე გვიყვარდა ჯდომა. შვეიცარიის ალპებში გვეგონა თავი. ზიხარ, ბუნებას გაჰყურებ და მადიანად შეექცევი სადილს, საუზმეს და ა.შ.

ვინც საირმეში აპირებთ წასვლას, იცოდეთ, რომ მაინც და მაინც გასართობი ბევრი არაფერია. არც სანახავია რამე, მაგრამ თაფლობის თვისთვის მაინც პენსიონრულად დასვენება სჯობს, If you know what I mean.

სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან, ოდესმე, როცა ადექვატური ღირებულება ექნება სასტუმროს ნომრებს…

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.