სიბრძნე და გამოცდილება · ცხოვრება · ხარა-ხურა

9 რამ, თავი ბედნიერად რომ იგრძნო სახლში

მხოლოდ ის, რომ შენი სახლი მოდური და სუფთაა, არ ნიშნავს, რომ ის სიმყურდოვის განცდას მოგანიჭებს. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთ ფერს, სურნელსა და აქსესუარს შესწევთ უნარი, შინ თავი მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნო. ასეთია:

1. მწვანე ან ყვითელი კედლები

ცისატყელას გამიდან მხოლოდ ამ ორს შეუძლია ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა, დაადგინეს ამსტერდამის უნივერსიტეტის სწავლულებმა.

2. ცინცხალი ყვავილები

ყვავილები ადამიანებში ბედნიერ ემოციებს აღძრავენ და ამძაფრებენ ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას.

3. სენტიმენტალური ფოტოები

თუ კი ტუმბოზე მხოლოდ ყვითელი პრესა და წყლით სავსე ჭიქა გიდევს, სასწრაფოდ, ორივე მოაცილე. პორტსმუთის უნივერსირეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძველ ფოტოებს შესწევთ დადებითი ემოციებისა და სიმშვიდის შეგრძნების გამოწვევის უნარი.

4. ვანილის სანთლები

რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სანთელი. გარდა ცეხლის ალის დამამშვიდებელი ეფექტისა, სურნელსაც შეუძლია მოგანიჭოთ ბედნიერება. განყობის გასაუმჯობესებლად საუკეთესოდ ვანილის სანთლებია მიჩნეული.

5. ბლოკნოტი

ალბათ, ამიტომაც მიაქვს ჩემი სახლი და თაროები სხვადასხვა ზომის, ფერის, ფორმისა და დიზაინის ბლოკნოტებს. ბავშვობიდან დღემდე – ჩემი სისუსტეა. დღიურის წარმოება, აუმჯობესებს როგორც განწყობას, ისე – გრძნობებსაც, რამდენადაც, სწავლულთა მოსაზრებით ძველი ჩანაწერის წაკითხვა – თავს ბედნიერად გაგრძნობინებს.

6. ბეწვიანი მეგობრები

ტყუილ-უბრალოდ არ მიიჩნევენ ძაღლებს ადამიანის საუკეთესო მეგობრად. განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ისინი ჩაკეტილ და იზოლირებულ ადამიანებზე ახდენენ.

7. ყვავილების სურნელი

შემდეგში, როდესაც სუნამოს შერჩევაზე მიდგება საქმე, ვარდის კოკრის სურნელი სცადეთ. ყნოსვის რეცეპტორები ცხვირიდან ტვინთანაა დაკავშირებული და განსაზღვრავს თქვენს ემოციებს, ხოლო ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის მიხედვით ყვავილების სურნელები ზრდიან ბედნიერების შეგრძნებებს.

8. დალაგებული საწოლი

ლოგინის დალაგება = დილის სწორ საწყისს. Hunch.com-ზე ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 71% ადამიანებისა, რომლებიც დილით ლოგინს ალაგებენ თავს ბედნიერად გრძნობენ. მაშინ, როცა 62% “არეულობის მოყვარული” ხალხისა – უბედურად. 2 წუთი არაფერს განსაზღვრავს – ამიტომ, ნუ დაგეზარება დილის სწორად დაწყება.

9. და დაიმახსოვრე: ცოტა ნიშნავს ბევრს

“ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის” (UCLA) “ყოველდღიური ცხოვრებისა და ოჯახის ცენტრის” მიხედვით, არსებობს კავშირი კორტისოლის (სტრესის გამომწვევი ჰორმონის) მოჭარბებულ ოდენობასა და სახლში უამრავი უსარგებლო ნივთის ქონას შორის. რაც ნიშნავს, რომ რაც მეტი ხარა-ხურაა სახლში, დიასახლისი მეტ სტრესს განიცდის, რამდენადაც არეულ სახლი “ცხოვრებისეული კრახის” ასოციაციას იწვევს. ამიტომაც, მოიცილეთ ზედმეტი ნივთები უფრო მეტი სიმშვიდისა და ბედნიერებისათვის.

წყარო

თარგმანი © Dianiko

Advertisements

3 thoughts on “9 რამ, თავი ბედნიერად რომ იგრძნო სახლში

  1. ყველაფერს ვეთანხმები და მადლობა შენ ასეთი საყვარელი პსოტისთვის ❤ განსაუთრებით ბოლო პუნქტზე ვფიქრობ: მეტი სინათლე და სივრცე ადამიანში სხვა და სხვა შესაძლებლობებს ბადებს.. ან აღვიძებს მიმალულ ნიჭს… დეპრესიაც ნაკლებია 🙂 ყვავილებზე და ცხოველებზე აღარაფერს ვამბობ 🙂

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s