✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი.

ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც კი არ მაცალა. 😀

დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ კონდინციონერები იყო ჩართული, მაინც სასტიკად ცხელოდა. ამიტომ, მაგიდების სადეკორაციოფ ჩემი დიდის ამბით ნაყიდი და გალამაზებული სანთლები მალევე ჩააქრეს.

ჩვენ იმან გვიშველა, რომ აივანთან ახლოს ვისხედით და კარი ღია გვქონდა.

ხალხი მცირედით რომ შეზარხოშდა, მე და გიორგიმ ტრადიციული საცეკაო ვალსით ცეკვები ოფიციალურად გავხსენით.

კონდინცირების გარდა, ერთადერთი, რაც არ მოგვეწონა, მუსიკის ხმა იყო… და ის, რომ ჩვენი თხოვნა, რუსულები არ დაეკრათ, თუ ვინმე განსაკუთრებით არ მოითხოვს თქო – დაარღვიეს.

მოგვიანებით, ფლეილისტი ჩემმა მეგობრებმა ჩაიგდეს ხელთ და ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას.

ერთი-ორჯერ თამადამაც გვიმღერა ჩელენტანოს სტილზე.

ტორტთან და მის გაჭრასთან დაკავშირებული ინფორმაცია უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – საქორწილო ტორტი!

აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ იმდენად გაყინული იყო, ძლივს ჩავარჭე დანა და კინაღამ შევრცხვი ამდენი ხალხის წინაშე… 🙂

My #Wonderful #Wedding #Cake #WeddingCake #WeddingDay #Bride #Groom #WeddingBouquet #Bridal #Bouquet #Happiness #Photography #Awesome #Lovely #NomNom #Sweet #Gift #Present #Nikon #Photography

მერე შუქი ჩაქრა და ის ის იყო, უნდა მეფიქრა, ვინმეს დაბადების დღე ხომ არ არის, Happy Birthday – ხომ არ უნდა ვიმღერო მეთქი, მაგრამ უცებ პროექტორი აინთო კედელზე – საიდანაც ჩემ გოგოებს, ჩემს დაქალებს ვუცქერდი – ვიდეო კოლაჟი მოემზადებინათ. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს ბარე ორი თუ იქნებოდა.

შემდეგ თაიგულის ჯერიც დადგა. იმის ნაცვლად, მეთქვა, რომ ყმაწვილები არ ჩამდგარიყვნენ რიგში, მომიწია მეთქვა – დაოჯახებულებმა დასაოჯახებლებს აცალეთ მეთქი… ბიჭები შემეცოდნენ… და ჯამში, არ გავყარე რიგებიდან…

თაიგულის სროლის პროცესი…

ბუკეტი ჩემმა მეგობარმა და ჩემი და გიორგის შეუღლებაში დამნაშავე – ყველაზე მაღალმა – დათამ დაიჭირა.

D&G (512 of 560)
პატარძლის თაიგული ჰაერში…

შემდეგ რესტორანმა საცეკაო ნომერი გვაჩუქა.

This slideshow requires JavaScript.

გვიანობამდე ვმხიარულობდით. საუკეთესო შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ქორწილი და უნდა შეირგო. არ მესმის, ადრე რომ მოტყდებიან – “ხამებივით” – if you know what I mean.

საერთო ჯამში, ყველა გაერთო. საღამომ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

 

ხოდა, აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო რესტორნის ადმინისტრატორს, რომელიც შესანიშნავი ადამიანი გამოდგა და რომლის წყალობითაც ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის 05.09.2015 – დაგეგმვაში და განხორციელებაში: უპირველესად, მშობლებს, მეჯვარეებს, მეგობრებს, ბიძებს, სხვა უახლოეს ნათესავებსა და ა.შ.

Restaurant (2)

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს მეუღლეს – გიორგის მინდა გადავუხადო! მიხარია, რომ ასეთი დამოუკიდებელი, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მქონე მყავს და ასე ვუყვარვარ!

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

Advertisements

2 thoughts on “✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.