✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

სალონიდან წამოსულებმა ჩემს თაიგულზე გავიარეთ. მერე სასწრაფოდ მივედით სახლში. დრო ცოტა გვქონდა. ელვისებურად ჩქარა ჩავიცვი საქორწილო კაბა. მეტყობა კიდეც. გული რომ არ წამსვლოდა, ლავაშს ვეძგერე. სულ დამავიწყდა მაკიაჟი რომ მეკეთა და ტუჩის საცხი. მაგრამ იმდენად მდგრადი იყო, რომ ბევრი არაფერი დაკლებია.D&G (1 of 560)

ამასობაში ფოტოგრაფიც მოვიდა და მითხრა, რომ მასეთ დროს რაფაელოა ენერგიის მომცემი და ეგ ჭამეო. დედაჩემმა ამდენი რამ როგორ და როდის მოასწრო, ვერ მივხვდი. მაგიდა ულამაზესად გამოაწყო, თვითონაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და ჩემი პატარა დაც თოჯინას დამსგავსებოდა.

რამდენიმე წამში გიორგიმაც დარეკა, სადაცაა, მოვალთო. მერე დარეკა, უკვე აქ ვართო:

D&G (4 of 560)

მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ, ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი და ასე ჩასუნთქულმა შემოვაბიჯე ოთახში, სადაც უკვე სტუმრებს მოეყარათ თავი.

D&G (9 of 560)

დრო სწორად გვქონდა განსაზღვრული. მამაომ გვთხოვა, არ დაგვეგვიანა. ამიტომ, მაყრებმა მალევე მოგვილოცეს და უკანასკნელად დავტოვე მშობლიური სახლი, როგორც მისმა მაცხოვრებელმა…

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.