✓ ქორწინების სახლი (Vol. 17)

არასდროს მომწონებია ქორწინების სახლები, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. განსაკუთრებით, არ მომწონდა ვორონცოვზე, სანაპიროზე მდებარე დაწესებულება, თუმცა, სხვებს კიდევ სჯობდა.

მერე, გამოსავალივით თავს იუსტიციის სახლის ქორწინების დარბაზი დამატყდა. მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ფეისბუქის საიტზე მქონდა სურათები ნანახი.

თავადაც ხომ უნდა მენახა? ამიტომ, ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მე და გიორგი ვესტუმრეთ “სოკოებიან” შენობას, “სოკოებიანს” ხალხი ეძახის, თორემ, რეალურად – ფოთლები ყოფილა…
We

რომ მივედით, მცირე ხნით ლოდინი მოგვიწია, სანამ ჩვენს მონაცემებს პროგრამაში შეიყვანდნენ და შეამოწმებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რიტუალების სახლს დახვეწილი ფოიე ჰქონდა. მათ წარმომადგენელთან ერთად დარბაზიც დავათვალიერეთ და სურათებიც გადავიღეთ.

ამასობაში – წყვილი მოვიდა; ცერემონია ჰქონდათ დაგეგმილი. მეც მეტი რა მინდოდა და ვიპაპარაცე.

ბიჭი და მისი მეჯვარეები უცხოელები იყვნენ, ამიტომ, მათ მომსახურებას (ინფორმაციის გადამოწმებას) ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა.

რაც მნიშვნელოვანია, დიდი ხნის მანძილზე ოცნებად მქონდა გლენ მილერის მთვარის სერენადაზე მეცეკვა ჩემს მეორე ნახევართან პირველი ცეკვა. ამიტომაც ვიკითხე, ჩემი სიმღერებით თუ შემეძლო მოსვლა. წარმომადგენელმა მითხრა, რომ შეგვეძლო, ოღონდ დისკი უნდა მიმეტანა წინა დღით და შეგვემოწმებინა, მუსიკალური ცენტრი თუ დაუკრავდა.

დისკზე 4 სიმღერა უნდა ყოფილიყო:
1. მენდელსონის მარში;
2. ლირიული სიმღერა;
3. საცეკვაოდ გაიზნული სიმღერა;
4. ასევე, ლირიული სიმღერა.

უნდა ითქვას, რომ ოცნება ავისრულე და მე და გიორგიმ სასურველ მელოდიაზე ვიცეკვეთ!

ქორწინების სახლიდან გამოსულებს – ინვოისი მოგვაწოდეს – რომელიც უნდა გადაგვეხადა ჩვენთვის სასურველ დროს, ოღონდ, ქორწილისთვის ქვითარი, ყოველი შემთხვევისთვის თან უნდა გვქონოდა. გიორგიმ ეს პრობლემა იმით მოხსნა, რომ გადარიცხვის შემდგომ გადაამოწმა, რომ ფული ნამდვილად დაჯდა ანგარიშზე.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

Advertisements

One thought on “✓ ქორწინების სახლი (Vol. 17)

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.