ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ვამპირების აკადემია

ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე.

ამჯერად რიშელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” უკვე ქართულადაც თარგმნა და გამოსცა და მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო.

სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა, უკანასკნელი წარმომადგენელი თორმეტთაგან ერთ-ერთის, დრაგომირების სამეფო ოჯახისა. როუზი კი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ვამპირია, რაც მას ერთდროულად, აძლევს საშუალებას მიეფიცხოს მზესაც და დატკბეს ვამპირთა უპირატესობებით – მომეტებული მგრძნობელობით: სისწრაფით, ხედვით, ყნოსვით და ა.შ.

ლისას უნიკალური ტალანტები აქვს, რომლებიც ბოლომდე არც შესწავლილი და არც გამოკვლეულია. მას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. როუზი კი მის მცველად, მფარველად გვევლინება.

ნაწარმოები სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე, რომელიც, ამავდროულად, სავსეა ინტრიგებით, მისტიკითა და სასიყვარულო ურთიერთობებით.

“ვამპირების აკადემია” – შესანიშნავი გასართობია, თუ კი მცირე ხნით რეალობას გსურს დააღწიო თავი.

განსაკუთრებულ მოწონებას თინეიჯერ გოგონებში დაიმსახურებს. თუმცა, მეც, როგორც მოგახსენეთ, კარგად გავერთე და უკვე მეორე ნაწილიც გადმოვწერე ქინდლში.

 

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s