პარასკევი კვლავ პარასკევობს!

დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე პოსტი – პარასკევი რომ პარასკევობდეს, რომელიც ეძღვნებოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც შაბათსაც მუშაობდა. მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ მე თქვენი ჯარები დავტოვე!

დღეს პირველად, თითქმის სამი წლის ლოდინის შემდგომ შემიძლია პარასკევს კვლავ პარასკევი ვუწოდო და მიხაროდეს, რომ, როგორც იქნა, დადგა!

ისევ შეიძინა ძველი ხიბლი.

მხოლოდ ისინი მიხვდებიან, ვინც შაბათ დილით მუშაობენ, თუ რამხელა ბედნიერებაა, როცა ყველა შინ რჩება და არც შენ გაქვს ასადგომი! შეგიძლია გადაბრუნდე მეორე გვერდზე და განაგრძო ძილი. სასწრაფოდ უნდა ამოვშალო მაღვიძარიდან – შაბათის დილა. თუმცა, არა, ცოტა ხანს დავტოვებ. რომ დარეკავს და გვერდზე გადავდებ – ეს კიდევ ცალკე ნეტარებაა. შეხსენებაა იმისა, რომ მთლად წყალწაღებული მონა აღარა ხარ.

ესაა ჩემი კომენტარი!

P.S. მათ ვისაც კვლავ მუშაობთ შაბათს – შეგიძლიათ,  გააზიაროთ პოსტი იმაზე, რომ შაბათს მუშაობა ანგრევს ჯანმრთელობას და დაიმახსოვრეთ, რომ “თქვენს დარაბებს მიღმაც მოვა პარასკევი!” – ჭეშმარიტი პარასკევი!

2 thoughts on “პარასკევი კვლავ პარასკევობს!

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.