არაბობა საქართველოში – ილუსტრირებული ისტორია

არაბობა საქართველოში“არაბობა საქართველოში” – ასე ეწოდება გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი სერიის – “საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” მე-12 ტომს.

ყველაძე ძვირფასი იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაზე უფრო ძვირფასი, არ ვიცი, რა უნდა გვქონდეს ქართველებს. ამ საგანძურს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, რამდენადაც ეს ჩვენს მყოფადობაზე აისახება და პირდაპირპროპორცილია ჩვენი შინაგანი კულტურის განვითარებისთვის.

საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები ყველა ასაკის ადამიანისათვის, ოჯახის ყველა წევრისათვის არის განკუთვნილი – უმცროსიდან უფროს თაობამდე… გაცნობიდან-გახსენებამდე… დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვა. ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს. წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგებისა თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც… დაინახე შენი ისტორია.

ჩემი მშობლები ჩემს სახელმძღვანელოებზე ამბობდნენ: “ასეთი წიგნები რომ გვქონოდა, ფრიადებზე ვისწავლიდიო”. ნამდვილად არ ვიყავი მათით უკმაყოფილო. თუმცა, რაც დროს გადის, სულ უფრო და უფრო თვალწარმტაცი და ინფორმაციული ხდება “ცოდნის წყაროები” და მე ისევ სკოლის ასაკში დაბრუნება მინდება.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.