უცნაური თომასი (Top თრილერი) დინ კუნცი

დინ კუნცის წიგნი “უცნაური ტომასი” ამავე ავტორის ნაწარმოებთა სერიის – “უცნაურის” პირველი რომანია. წიგნის ინსპირაცია სატელევიზიო შოუ – “მედიუმი” უნდა გამხდარიყო, რამდენადაც მათ შორის რადმენიმე მსგავსებაა. უმთავრესად ის, რომ ორივე მთავარ მოქმედ გმირს შეუძლია გარდაცვლილების დანახვა, მათთან ურთიერთობა და ამის დახმარებით დანაშაულთან გამკლავება ან მისი თავიდან არიდება.

განსახილველი რომანის გმირს, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგითხროთ, უცნაური ჰქვია, გვარად – ტომასი.

საკვირველია, ყოვლად აუტანელ მშობლებს ასეთი – ყოველმხრივ მოსაწონი შვილი როგორ ეყოლათ, განსაკუთრებით, მისი ზებუნებრივ ნიჭს თუ გავითვალისწინებთ. დიახ, ტომასების ბიჭს სახელის გარდა უცნაური ის აქვს, რომ მკვდრებს ხედავს, რომლებიც მას მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებენ.

მკვდრების გარდა უცნაურს შეუძლია ბოდახების ხილვა. ეს უბედურების მაუწყებელი არსებები – მგლის მსგავსი აჩრდილები – შესაძლოა, დემონები არიან. შესაძლოა – იმიტომ, რომ ნაწარმოები მათი წარმოშობის შესახებ რომანის პირველ წიგნში  არაფერს გვამცნობს.

უცნაურს მეექვსე გრძნობა აქვს, რომელიც ფსიქიურ მაგნეტიზმად მონათლა, რომლის წყალობითაც ის ადვილად პოულობს იმას, რასაც ეძებს.

ODD THOMAS

აღნიშნული სათაურით ფილმიც არის გადაღებული, რომელიც საკმაო სიზუსტით მისდევს წიგნის სიუჟეტს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის გამოტოვებული, თუმცა, მაინც კარგად იმუშავეს, ვერაფერს იტყვი.

ყველაზე მეტად რისი თქმაც მსურდა ისაა, რომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ უნდა გარისკო და გააგრძელო ნაწარმოები, რომელსაც ასეთი კარგი დასასრული აქვს.

ავტორის შესახებ

GoodReads

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.