ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” – ანუ, სამყარო სიყვარულის გარეშე

“Love, the deadliest of all deadly things: It kills you both when you have it and when you don’t.”

ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება სიყვარულის გარეშე?

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, შედეგი ერთია – ეს (წიგნში აღწერილი) სწორედ ის სამყაროა, რომელიც იარსებებდა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის უნარი რომ არ გვქონოდა.

დისტოპიური რომანი მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს “შიმშილის თამაშები”, “ლაბირინთში მორბენალი” და მსგავსი ტიპის ნაწარმოებები ალტერნატიული რეალობის შესახებ.

Deliriumრამდენიმე დღის წინ ჩემს მეექვსე კლასელ დას თავისუფალი თემა ჰქონდა დასაწერი წიგნების შესახებ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც მოაკვარახჭინა, ასე ჟღერდა: “ყოველი ახალი წიგნი განსხვავებული სამყაროაო.” მეც ასე, ვმოგზაურობ ერთიდან მეორეში. აქამდე “ნამოგზაურებ” ქვეყნებს შორის დელირიუმთან ყველაზე ახლოს მაინც მარგარედ ეტვუდის – “მხევლის” სამყარო იყო (ამავე მწერლის რომანიდან – “მხევლის წიგნი”). აქაც, მთავარი მოქმედი გმირის სამშობლო იმდენად რეალურია, რომ გეგონება, აგერ “ყურის ძირში”, რამდენიმე კილომეტრში სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადალახვის შემთხვევაში უპრობლემოდ მოხვდები მაგდალენასთან. მაგდალენა, იგივე ლენა  ემზადება ოპერაციისთვის, რომელის შემდგომაც ცხოვრებას მშვიდად და უშფოთველად გააგრძელებს – იმის გარანტიით რომ არასდროს შეეყრება დაავადება “ამორ დელირია ნერვოზა” – ანუ – სიყვარული.

წიგნი მარტივად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ავტორს თვალნათლივ და ცხადად აქვს აღწერილი ყოველი სცენა. ალაგ-ალაგ სასაცილო, ალაგ-ალაგ სევდიანი.

ხანდახან ნერვები გეშლება, რომ ლენა მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ბრაზდები, რომ თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული, მაგრამ – “მის დარაბებს მიღმაც მოვა გაზაფხული” კი არა და სიყვარული და…

…და სიამოვნებით მოგიყვებოდით რა ხდება შემდგომ, თუმცა, არ მინდა დაგისპოილეროთ…

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მომწონს წიგნების სერია “LiberTeens”, საერთოდაც, სადღეისოდ, გამომცემლობები ძლიერ აქტიურობენ, რაც ძალიან მახარებს და ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენთვის, წიგნების მოყვარულთათვის ასე იღწვიან!

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბოლო რამდენიმე სტატია “პალიტრა L” – ის გამომცემლობის წიგნებს ეხება. განსაკუთრებული მადლობა სწორად მათ მსურს გადავუხადო, თუ რატომ, ამას ოდნავ მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ავტორი – ლორენ ოლივერი

GoodReads

9 thoughts on “ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” – ანუ, სამყარო სიყვარულის გარეშე

  1. კარგი ისაა, რომ ტრილოგია მთლიანად ერთი ამოსუნთქვით იკითხება… რასაც ლაბირინთში მორბენალზე ვერ ვიტყვი, მარტო პირველი ვარგა, დანარჩენი 2 საშინლად არ მომეწონა :/

  2. საყვარლები არიან ლიბერთინსელები.. დელირიუმი მეც განსაკუთრებით მომეწონა ❤ თუმცა მე სხვა თვალით ვუყურებდი და ზუსტად შენ რაც გიწერია "ანუ სამყარო სიყვარულის გარეშეო" ეგეთი სათაურით მე ვაპირებ დავწერო რომანი, ანუს გარეშე :დ და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ეს ჩემთვის, რომ წამეკითხა წიგნი და დამენახა რაზე იყო, თუ დამასწრო 😀

    1. რა საინტერესოა… იმედია, არ დაგასწრო! აუცილებლად წამაკითხე რომ დაწერ.

      ისე, ჩემი აზრით, უფრო მეტად ქაოტური იქნება სიყვარულის გარეშე სამყარო. აქ უფრო მეტად ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთზე, ვიდრე უსიყვარულო გარემოში.

      1. კი ნამდვილად. არა არ დაუსწრია და მე უფრო მკაცრი სამყაროს შექმნა მსურს, სადაც ნამდვილად არ იქნება სიყვარული და არა სრულწლოვნების შემდეგ. დიახ, უფრო ქაოტურიც იქნება, რადგან სიყვარული თუ არ არსებობს უფრო მეტად შეიზიზღებენ ადამიანები ერთმანეთს და არეულობაც იქნება. მე ასე ვხედავ უსიყვარულობის ხანას

  3. რომ დავწერ ამას ალბათ მთელი მსოფლიო გაიგებს და მიიღებს, ყოველშემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან ეს მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე მე… დიდი ხანია მინდა უკვე ამ რომანის დაწერა, მაგრამ იმდენად რთულია, რომ ჯერ ამის ძალა არ მყოფნის და არც უნარი, საჭირო ცოდნაც არ გამაჩნია ვფიქრობ. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ეს ყველამ წაიკითხოს, ყველამ გაიგოს რას ვამბობ ამ რომანით და რას ვიტყვი უფრო სწორედ, გაიგოს როგორია იყო სიყვარულის გარეშე და იცხოვრო ისეთ მსოფლიოში, სადაც სიყვარული უცხო ხილი კი არა, აკრძალული ხილი და ნებით განდევნილი ხილია, თუმცა რა გამოვა მაინც თუ არ იყვნენ ისეთებიც, ვინც ნამდვილი სიყვარულის ნაყოფი არიან.
    სიყვარული ამ სამყაროში ყველაზე დიდი მაგიაა, ყველაზე დიდი ჯადოქრობა და ის ყოველთვის შეუძლებელს გაკეთებინებს, ან იმას, რასაც ფიქრობ რომ არასდროს გააკეთებ. შეყვარებული ადამიანი არის ყოვლისშემძლე, რადგანაც ის ყველაზე დიდ მაგიას ფლობს ხელთ, თავისი საყვარელი ადამიანის გულს!!!

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.