✓ სტუმრების “წიგნი” (Vol. 11)

ყოველთვის მომწონდა “Wedding GuestBook”-ები და საქმე საქმეზე რომ მიდგა, რატომაც არა, მეთქი – გავიფიქრე, მოვიმარჯვე ჩემი იარაღები და შევუდექი მზადებას.

Paints

იქამდე კი იდეებისათვის Pinterest დავლაშქრე – რამდენადაც, უკვე გამოცდილი მქონდა – ყველაზე ორიგინალური და კრეატიული შემოთავაზებები სწორად აქ იძებნება.

Fingerprint Wedding Guest Book

ორი ვერსიიდან: – მანქანა (Just Married) და ხე – ეს უკანასკნელი ავარჩიეთ.

twinaspens_frontWEB

მთლად ორიგინალს არ გავდა, მაგრამ, არც არაფრით ჩამოუვარდებოდა. გიორგიმ ყვითელი შემოდგომას მაგონებს და რამე უფრო მხიარულიო.

ხოდა, გადავწყვიტეთ, რომ თუ სხვებს შემოდგომა უდგებათ, ჩვენი გაზაფხული ახლა დადგა და ფერებიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო.Drawing

მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქორწილის დღეს გაგვხსენებოდა და არ დაგვრჩენოდა შინ. წინა დღით გავამზადე და ჩემს დას დავავალე, რომ წამოეღო. მან დავალება პირნათლად შეასრულა და მამას მანქანაში მოათავსა მთელი ჩემი ფუნჯები და იარაღები. მეც არ გამიკვირდა, რატომ იყო პარკი მძიმე.

რესტორანში კვლავ ჩემი და ჩავგზავნე ნახატის ამოსატანად და შემდგომ, ჭურჭლისათვის განკუთვილ პატარა დესაუზე განვათავსე. ჯერ ბავშვებს ავუხსენი და შემდგომ – მათვე ჩავაბარე სტუმრებისთვის აეხსნათ. შედეგად ეს მივიღეთ.

Done

მართალია, ჩანაფიქრისაგან ცოტა შორსაა, სამაგიეროდ – ჩვენია, უნიკალური. საქორწინო მოგზაურობიდან რომ დავბრუნდებით, რამეს მოვუხერხებ. სავარაუდოდ, ჩარჩოში ჩავსვამ და თუ საძინებელს არ მოუხდა, სადმე შევინახავ სახსოვრად.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვთხოვე ერთ ადამიანს, რომელსაც მიკროფონი თითქმის სულ ხელთ ეპყრა, გამოეცხადებინა “სტუმრების წიგნის” შესახებ, ყურებს მიღმა გაუშვა ჩემი თხოვნა და ზედ არ არის ბევრი იქ მყოფი ადამიანის ანაბეჭდი.

D&G (557 of 560)

რაც არის, სულ გიორგის დამსახურებაა. ის დადიოდა მაგიდა-მაგიდა (კარდაკარ) და ვინც ყური არ შეიბერტყა, რას ვიზამთ. სულ რომ არავის დაესვა ზედ ანაბეჭდი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ის იყო, რომ ჩემი ქმარი ასე გულმოდგინედ მოეკიდა ამ საკითხს და მთელი გულით ცდილობდა ეს დღე გაელამაზებინა. ღვთის უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ასეთი ადამიანი გამომიგზავნა.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.