✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

ძველად საქართველოში, ქორწილებში, თურმე, სპეციალურად იყო ხოლმე გამოყოფილი პირი, რომელიც სტუმრებს მაგიდების მიხედვით გადაანაწილებდა და დასხამდა. აღნიშნული – რესტორნის მენეჯერისაგან გავიგე.

როგორც უკვე გამცნეთ, მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მაგიდები დაგვენომრა და სტურები შესაბამისსად მოგვეთავსებინა. პირველი რომ მოვაგვარეთ, მეორე დადგა დღის წესრიგში.

სიმართლე გითხრათ, გადავქექე მთელი ინტერნეტი – გუგლის საძიებო სისტემიდან დაწყებული – პინტერესტით დამთავრებული. ასე კაბის არჩევის დროსაც არ მტკიებია თავი…

მოსაწვევების იდეები

სანამ მე მოსაწვევების იდეებს ვეძებდი, დრო გადიოდა და სტუმრების გაფრთხილება საჭირო იყო. უცხოეთში ასე იციან ხოლმე, სანამ მაგიდებთან სტუმრების განთავსების საკითხს გადაწყვეტენ, იქამდე “Save the Date” ღია ბარათებს აგზავნიან.

აღნიშნული ბარათი იუწყება, რომ მიმდინარე წლის რომელიღაც რიცხვში შედგება მავანთ ქორწილი, რომ თქვენ დაპატიჟბული ბრძანდებით და დღე/კვირა/თვე ისე დაგეგმოთ, რომ არაფერი დაამთხვიოთ მითითებულ თარიღს.

მამა-პაპურად ტელეფონით დარეკვასა და უწი-პუწებს, სახალისო ღია ბარათი ჩვენც დავამზადეთ და დავაგზავნეთ მეგობრებთან.

რა თქმა უნდა, “event”-იც შევქმენით “Facebook”-ზე – მოწვეულ სტუმრებთან მარტივად საკონტაქტოდ.

პრე-მოსაწვევი: Save The Date

Final - Save the Date

ბოლოს, როგორც იქნა, რამდენიმე ვერსიაზე შევჯერდი და ვუჩვენე მეგობრებს ამოსარჩევად.

ძირითადად, მეათე და მერვე მირჩია ყველამ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემი და გიორგის მოსაზრება დაემთხვა და ორივემ, დამოუკიდებლად და ერთად – მეხუთე ვარჩიეთ. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჩვენი მისაღები იყო და გადავწყვიტეთ კიდეც.

ჩემ მიერ დამუშავებული მოსაწვევები

იმ კომპანიის დიზაინერმა, სადაც მოსაწვევები დაგვიბეჭდეს, რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

დიზაინერის მიერ შემოთავაზებული ვერსია

Designer

მიმართვა კომპანიების ადმინისტრაციას: ჩემი სახით ნიჭიერი თვითნასწავლი “დიზაინერი” არ გჭირდებათ? 😀

საბოლოო ესკიზი

Final - Wedding Party Invitation

სიმართლე უნდა ითქვას, როცა უკვე მზა ვერსია ვიხილე, უზომოდ იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩი. ტილოს ქაღალდზე დაბეჭდილი მოსაწვევები ის არ იყო, რაც წარმომედგინა. მაგრამ რა გაეწყობოდა. მცირეოდენი გაფორმება და ვერც ვერავინ მიხვდებოდა, რომ მე რომ მსურდა ისეთი ქაღალდი აქ წარმოებაში არ ჰქონდათ. 😦

შეფუთული

Final

მწვანე ლენტმა გაახალისა ჩვენი მოსაწვევები და უფრო დახვეწილი ელფერი შესძინა.

50 მოსაწვევს 50 მეტრი დასჭირდა. თავდაპირველად, სხვანაირი ბაფთის შეკვრას ვაპირებდი, ამიტომ მხოლოდ 25 მეტრი ვიყიდე. სამწუხაროდ, დამატებაზე რომ მიდგა საქმე, მე და გიორგიმ მთელი კვირა დღე შევალიეთ, რომ ზუსტად ისეთი მწვანე ლენტი გვეპოვნა, რამდენადაც, სადაც თავდაპირველად ვიყიდეთ, იქ გათავებულიყო. მაგრამ, ვგონებ, უფრო ხალასი მწვანეც საკმაოდ მოუხდა მოსაწვევებს.

დაჭრა-შეფუთვაში ჩემი და დამეხმარა. განახათ, როგორი გულისყურით დაფანცქვალებდა თითეულს.

ხოო, რაც მთავარია, ძალიან ნაზი მოსაწვევი რომ ავარჩიეთ, გიორგიმ სწორად აღნიშნა, რომ თეთრის გარდა, სხვა ფერის კალამი გააუხეშებდა ჩვენს არჩევანს. დავრეკე ქალაქის მთავარ საკანცელარიო მაღაზიებში, მაგრამ – ამაოდ! თეთრ – გულიანი პასტა არავის ჰქოდნა. თავდაპირველად, მის არსებობაში ეჭვი შემეპარა, მაგრამ მერე ისევ და ისევ ebay-იმ მიშველა. დაახლოებით 15 ლარამდე დაჯდა, მაგრამ ხარისხი საკმაოდ კარგი იყო – Uniball. 🙂

მოსაწვევის ესკიზები

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

 

Advertisements

2 thoughts on “✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

  1. მაინც ვერ გავიგე, “საქორწილოა” სწორი თუ “საქორწინო”. გასაგებია, რომ ქორწილი არის და არა ქორწინი, მაგრამ თან ქორწინებაა და არა წორწილება. :unsure:

    1. თუ სწორად მახსოვს, ის რაც ქორწინებისთვისაა განკუთვნილი – საქორწინოა. და რაც უშუალოდ მხოლოდ ქორწილისთვის გამიზნული, მაგალითად, კაბა – საქორწილო. მაგრამ მეც ხშირად მეშლება.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.