✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა.

შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან.

ვინც კაბას იკერავს, იმისთვის თავსაფრის შეკერვაც არ არის პრობლემა.

არც მე გამძნელებია არჩევანის გაკეთება. დედეჩემს მახვილი თვალი აქვს და ჩვეულებრივ, სრულიად უბრალო ნაჭერს, ულამაზესი არშიაც მოვუძებნეთ.
Fata

მახვილ თვალთან ერთად, ოქროს ხელებიც აქვს დედას. მააშ. აბა, ვინ შეკერავს იმაზე გულიანად შვილის ქორწილისთვის აქსესუარს, თუ არა საკუთარი მშობელი.

შედეგი ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და ლამაზი გამოვიდა. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ არ იკუჭებოდა, როგორი ფორმითაც უნდა დაგედო.

D&G (82 of 560)

 

ერთადერთი ნაკლი, რაც ჰქონდა – თავიდან სრიალებდა. ჯერ ჩემი მეჯვარე ნინო და მერე მეც მოვკვდით სწორებით. 🙂 თუმცა, მერე გვირგვინი რომ დამადგეს, შვებით ამოვისუნთქე.

D&G (60 of 560)

მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველა თავსაფარი სრიალებს და თუ რამით არ მოახდენთ მის ფიქსაციას, მცირე ხნით გაჭირვება მოგიწევთ. თუმცა, ეგ არაფერი. ^_^

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.