✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 1) (Vol. 7))

ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ქორწილში, სტუმრებს არ ჰქონდათ მითითება ინ სად დამჯდარიყო. ამის გამო, ხალხის მასა ერთმანეთში აირია და ჯამში, პირადად მე და ჩემი რამდენიმე დაქალი ჩვენი სამეგობროდან არც ისე შორს, მაგრამ განსხვავებულ მაგიდასთან მოვხვდით.

შედეგად, უნდა გამოგიტყდეთ, იმ საღამოს დიდად ვერ ვისიამოვნე და ჩემს თავს შევპირდი, რომ თუ ოდესმე გავთხოვდებოდი და ქორწილი მექნებოდა, აუცილებლად გავანაწილებდი სტუმრებს ჩემი შეხედულებისამებრ.

ამისთვის, მოსაწვევები იყო საჭირო. თუმცა, იქამდე – მაგიდის ნომრებზე უნდა მეზრუნა.

თავადაც შემეძლო ოდნავ მყარ ქაღალდზე პრინტერით ლამაზ შრიფტიანი ციფრები ამომებეჭდა. თუმცა, e-bay-ზე ხეტიალის შემგომ, გადავწყვიტე, რომ გამოვიწედი პატარა დაფებს, რომელზეც ცარცით დავაწერდი ნომრებს. დრო საკმარისზე მეტი მქონდა.

შეძენიდან ერთი კვირის თავზე შეკვეთა ჯერაც არ იყო წამოსული, რის გამოც, გამყიდველს შევეხმიანე. მან მითხრა, რომ საწყობში ვერ პოულობდა დაფებს, რამდენადაც, არ იცოდა, სად შეინახა ისინი ძველმა ასისტენტმა. მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, მოსაძიებლად. მე გავაფრთხილე, რომ თუ რაღაც თარიღამდე ვერ მოიპოვებდა, იძულებული გავხდებოდი, უარი მეთქვა ნასყიდობაზე.

ალტერნატივის ძიება თბილისში დავიწყე. პეკინზე ერთ-ერთ მაღაზიაში პატარა ჩარჩოები ვნახე 2-2 ლარად, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა დასახული მიზნის მისაღწევად.Numbers

მაგრამ, შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ჩემი შეკვეთა ადგილიდან დაიძრა და ქორწილამდე ორი კვირით ადრე უკვე ხელთ მეპყრა.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

 

Advertisements

One thought on “✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 1) (Vol. 7))

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.