✓ ფეხსაცმელი ქორწილისთვის (Vol.3)

ფეხსაცმელი მქონდა. რამდენიმე წლის წინ გამოვიწერე და სულ ერთხელ, მეგობრის ქორწილში მეცვა.

image

კაბა რომ შევიძინე, კაბის სიმძიმემ მიმახვედრა, რომ წვრილ ქუსლზე გამიჭირდებოდა უსაფრთხოდ გადაადგილება, რამდენადაც ნაჭრებს თუ წამოვედებოდი, თავს ვერ შევიკავებდი და მარცხი მომივიდოდა. გადავწყვიტე, ალტერნატივა მომეძებნა უფრო მყარი ქუსლის სახით.

თანამშრომლებმა დღეობაზე ფული მაჩუქეს და მათ სახელზე ფეხსაცმელი მეყიდა და აი, ისიც.

image

ზოგადად, გამიგია, რომ საქორწინო ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი უნდა იყოს. თუმცა, ვიფიქრე, ჩემი ზომა მეყიდა და სახლში მივჩვეოდი. წინ სამი თვე მქონდა.

მაგრამ შინ რომ მოვედი, ცალი თითიც ვერ ჩავატიე. ამიტომ, მეორე დღეს წავედი და დიდში გადავცვალე. ერთი-ორჯერ გავიარე, ყოველ გავლაზე უფრო და უფრო ვცურავდი შიგ. ამიტომ, პენტიში სილიკონებს ვიყიდი მეთქი, ვიფიქრე. თუმცა, სანამ პენტიმდე მივაღწიე, გადავიფიქრე.

გადავწყვიტე თეთრი ლამაზი ბალეტკა ვნახო. ხოდა, ვეძებ. ჯერ ვერაფერი შევარჩიე. მაინც და მაინც მე რომ მინდა მაშინ, მოდაში რაღაც ჩხლართობები და მახინჯობებია ტრაქტორებივით ძირებზე. ნუ რას ვიზამთ, “Будем искать!”

UPDATE:

მე რომ მსურდა, ისეთი თეთრი ფერის ბალეტკები ვერ ვნახე. სამაგიეროდ, WRANGLER – ის მაღაზიაში ვნახე ამავე ბრენდის პლატინის ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ისეთი კომფორტულია, საერთოდ ვერ გრძნობ, რომ გაცვია:

#Legs #Shoes #Boots #Sneakers #Jeans #Fun #Friends #Wrangler #Platinum #Tbilisi #Georgia #Siesta #Tan #Feet #Beautiful #Beauty #Photography #Awesome #Aww #Samsung #Galaxy #S3 #SIII #GalaxySIII #GalaxyS3 #SamsungGalaxyS3

მარგამ, რამდენადაც ფერი თეთრი არ იყო, გავაგრძელე ძიება და მეორე დღესვე VOGG – ში შედარებით შესაფერისი ფეხსაცმელი ვიპოვნე.

ქორწილის დღეს გადავწყვეტ, რომელი უფრო მოუხდება კაბას და იმას ჩავიცვამ. მეორესაც წამოვიღებ და თუ ერთი მატკენს – გამოვცვლი.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.