✓ ბეჭდები (Vol. 2)

2015 წლის 6 ივნისს, ჩემს დაბადების დღეზე ბეჭდები შევუკვეთეთ “ზარაფხანაში“.

გიორგის სურდა შეეტყო ჩემი თითის Ringsზომა და დღეობაზე სიურპრიზი გაეკეთებინა. თუმცა, საიდუმლოდ ამის გაგება ვერ მოახერხა, რამდენადაც, “სწორი პასუხი” – თითის ზუსტი ზომა არც მე ვიცოდი.

ხოდა, ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ საქორწინო ბეჭდის ზომას ასე ვერ გაიგებ. თავად უნდა მიხვედე და ადგილზე მოირგო.

თავდაპირველად, რამე ორიგინალურს ვფიქრობდით, თუმცა, ადგილზე მისულებს ისევ და ისევ სტანდარტული “ბუბლიკი” ვარჩიეთ, რამდენადაც, ყველაზე უფრო ლამაზად და ეფექტურად გამოიყურებოდა.

მაღალი სინჯის ოქრო ადვილად დეფორმირებადია, რის გამოც ბაჯაღლოს ბეჭდებს მხოლოდ “ბუბლიკის” ფორმისას ამზადებენ. თუმცა, დედაჩემისას, აგერ უკვე 30 წელია, არაფერი მოსვლია. “საცერ ბეჭედს” ალაგ-ალაგ, სველი ნემსით წმენდს ხოლმე და როგორც თავად დამპირდა, მეც მასწავლის მოვლის წესებს.

ჩვენი შეკვეთა 10 სამუშაო დღის ვადაში დამზადდა და 20 ივნისს “კალიცოები” უკვე თითზეც გვქონდა მორგებული.

ბეჭდები
We are getting married! Yes, we are!

ზარაფხანაში ბეჭედს ერთ წლიანი საგარანტიო ტალონიც მოაყოლეს. აღსანიშნავია, მათი ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთებიც. მოკლედ, მიხარია, როცა “ეროვნული” პროდუქტი “მოწოდების სიმაღლეზე” დგას.

Zaraoxana Jewelry

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

Advertisements

2 thoughts on “✓ ბეჭდები (Vol. 2)

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.