HomeMade PopCorn At Work

ერთი კვირის წინ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სმარტში ვყიდულობ სიმინდს და მერე სამსახურში მიკროტალღურში ვაცხობო…

PopCorn

დღეს მეც გადავწყვიტე, მესინჯა. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გაიხალისო შაბათი დილა სამსახურში. სმარტიც იქვე მაქვს, ხოდა, შევიარე და ვიყიდე…

კარგი იქნებოდა, ჯერ წესები წამეკითხა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:

  1. თავდაპირველად უნდა გაშალოთ შიდა შეფუთვა და მოათავსოთ მიკროტალღური ღუმელის ცენტრში წარწერით ზემოთ;
  2. ღუმელი სრულ სიძლიერეზე უნდა დააყენოთ თქვენი მიკროტალღური ღუმელის სიმძლავრის მიხედვით: 1000 W – 1,5-2,5 წთ / 800 W – 2-3 წთ / 650 W – 2,5-3,5 წთ.Package
  3. ღუმელი არ დატოვოთ უყურადღებოდ. მოუსმინეთ სიმინდის მარცვლის გახეთქვის ხმას და გამორთეთ ის, როდესაც გახეთქვის ხმის სიჩქარე შემცირდება 2-3 წამამდე გახეთქვებს შორის. ბატი-ბუტი ადვილად იწვება, ამიტომ, ბევრი არ მოგივიდეთ!
  4. ფრთხილად გამოიღეთ შეფუთვა და შეანჯღრიეთ. შეფუთვა ცხელია!
  5. ყურადღებით, შიგ ცხვირი არ ჩაყოთ! იქედან ორთქლი ამოვა! მე სათვალემ დამიცვა!

შეფუთვაზე მითითებულია, რომ მისი მრავალჯერადი გამოყენება დაუშვებელია, არადა, მე პირველ ჯერზე გადმოვყარე ისინი, რაც გაიხსნა, მერე კიდევ და მერე კიდევ, სანამ ყველა არ გაიხსნა… სხვა დროს სხვა ჭურჭელს გამოვიყენებ… 🙂

Bati-Buti

აი, ასეთი გამოვიდა ჩემი ბატი-ბუტი. რაოდენობა – ორი ასეთი ჯამი 🙂

ფასი 1.95 გელა

ისე, პოპკორნის ნებისმიერ აპარატთან რომ გამევლო და 2 ლარის ბატი-ბუტი მეყიდა, ამაზე გაცილებით მეტი გამოვიდოდა… 🙂

Advertisements

3 comments

  1. კილოიან შეფუთვაში ვიყიდე სიმინდი და პირდაპირ ტაფაზე ვაკეთებდი ხოლმე. მერე ალერგიის ახალ ლეველს მივაღწიე და შევეშვი 😀

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s