BIAFF 2014 – ერთიანი სტამბული

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე საკმაოდ ბევრი ფილმი ვნახე. მათ შორის ყველაზე მეტად, პირველი – „ერთიანი სტამბული“ მომეწონა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ პირველი იყო? ჰმ… არა.

იქნებ, იმიტომ, რომ ამ ფილმის შესახებ ბევრი ვიფიქრე. შეიძლება ითქვას, იმდენი ვიფიქრე, რომ სხვა ფილმებს დიდად არ ჩავკვირვებივარ, ზედაპირულად მივუდექი. მაგრამ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი არც იყო საჩემო – “ჩემეული”.

ფილმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და ასახავს 2013 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ თავდაპირველად, გგონია, რომ ეს კინო ფეხბურთის ფანებზეა და მათი საგულშემატკივრო სახლების შესახებ მოგვითხრობს.

მე პირადად, არ ვიცოდი, რომ სტამბულში საფეხბურთო კლუბებსა და მათ ფან კლუბებს  შორის ისეთი დაძაბული სიტუაციაა, რომ თამაშების დროს სტადიონზეც კი არ უშვებენ ერთმანეთს.

პირველი გრძნობა, რომელიც ამ ფილმის ყურებისას დამეუფლა – შური იყო – შური იმისა, რომ მათ აქვთ გუნდის გულშემატკივრობის კულტურა და ისტორია. თუმცა, „კულტურაზე“ მოგვიანებით აზრი შევიცვალე.

პირველი კომენტარიც ამას უკავშირდებოდა – რა იქნებოდა, ჩვენს ნაკრებს და კლუბებსაც ჰყოლოდათ მსგავსი მხარდამჭეთა არმია, იქნებ, მაშინ გვშველოდა რამე. მაგრამ თუ გულშემატკივარი გინდა, თავადაც უნდა იყო რამის მაქნისი – თავიდან მაინც.

ასეა, ჯერ შენ მუშაობ სახელზე და მერე სახელი – შენზე.

არ ვიცი, ახლა ვფიქრობ, ნუთუ ჩვენი კლუბები ბეშიქთაშისა და ფენერბახჩეს დონეზე მაინც არ დგანან? გალათასარაისთან არ მოვახდენ შედარებას.

დადგება ოდესმე დრო, ისე ვიამაყო ჩემი გუნდით, როგორც „ნაშვილები“ მილანით ვამაყობდი ერთ დროს?! ახლა „მილანსაც“ რთული პერიოდი აქვს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჯერ შენ მუშაობ სახელზე, მერე სახელი – შენზე..

მეტამორფოზა: – აზრი შევიცვალე მას შემდეგ, რაც სიუჟეტში განვითარებული მოვლენებისას – ფანებს შორის ერთ-ერთ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვება. სქართველებს ისედაც გვიქრის თავში და სულაც არ გვაწყობს შეშლილთა ასეთი არმიები გვყავდეს, ძალადობა ისედაც არ გვაკლია… სიყვარული კი ფანატიზმში ისე გადადის, როგორც არაფერი. ფანატიზმი კი უკვე სიყვარული აღარ არის…

ამ ფილმის ყურების დროს რამდენჯერმე განვიცადე გრადაცია.

ფესტივალის მსვლელობისას ამ სეანსის გარდა არცერთზე არ მიტირია. პირველი და უკანასკნელი ცრემლიც მაშინ დავღვარე, როცა ყველა ფან-კლუბი “სისტემის” წინააღმდეგ ერთიანდება. სიტუაცია – ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მტერი დაუმარცხებელი რჩება ამ ეტაპისთვის, ხალხის თვალებიდან ბინდი იწმინდება და ყველა ცხადად ხედავს, თუ ვისკენ უნდა გაიშვირონ ხმალი და ვინ არის ჭეშმარიტი მტარვალი.

istanbul-united

Advertisements

One thought on “BIAFF 2014 – ერთიანი სტამბული

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.