იცით, როგორი შეგრძნება მაქვს?
დიდი ხნის შემდეგ რომ დაბრუნდები ბავშვობის სახლში, რომელიც გაპარტახებულია და არც შენი ნაცნობ-მეგობრები ტრიალებენ სამეზობლოში. ირგვლივ უცხო ხალხი დაბოდიალობს და მათთვის შენ თავადვე ხარ უცნობი…
ორი წელია, რაც კომ-ზე გადავედი და რაღაცნაირად ჩამოვშორდი ყველას. ვორდპრესის შიდა სამზარეულო იძლეოდა იმის საშუალებას, ასე თუ ისე, თვალი გედევნებინა სიახლისათვის.
სიმართლე რომ ითქვას, არც წერით მომიკლავს თავი – რომ არაფერი ვთქვათ, ბლოგების კითხვაზე…
ხოდა, ახლა დავბრუნდი, რამდენიმე ძველი ბლოგი ვიპოვნე, რამდენიმეც ახალი… უზომოდ დამწყდა გული – ჩემი საყვარელი ბლოგების უმრავლესობა ჩამკვდარია. ზოგის ბოლო პოსტი 2012 წლითაც კი თარიღდება. არადა, მახსოვს დრო, სიცოცხლე ჩქეფდა.
აი, ეგ ძველი დრო მენატრება!
თქვენ ყველანი მენატრებით!
დამიბრუნდით რა! ♡♥♡
ჰე, ჰე:)) მე 2006 წლიდან მაქვს ბლოგი, მაგრამ არცერთ ბლოგერს არ ვიცნობ პირადად:))
ოჰო! შენც ვეტერანი ბლოგერი ყოფილხარ. 🙂
ჰოო, 9 მაისს ვაკის პარკში ვზივარ ხოლმე :))))
ბლოგერები ვერის ბაღში ვათენებდით და ვაღამებდით. ალბათ, ამიტომაც ვერ გადაეყარე ვერცერთ მათგანს 😀
ჰე ჰე :))
მეც მენატრება ❤
თქვენ უფრო მენატრებით!
Dead Bloggers Society…
ჰოჰ. მაგ ჯგუფშიც კი ჩაკვდა, მგონი, ყველაფერი!
ჰაი
Hello.
მეც მენატრება ხოლმე. მითუმეტეს თუ რომელიმე ახალი ბლოგერის პოსტი შემხვდება ნიუს ფიდში.
რა თაობა მოდის… -_-
არადა, პირიქით, უნდა განვითარებულიყო. 😦
ვერ ხვდებიან, რომ მათი ჩანახატები და რომანწიკა არაა საინტერესო
ეგეთ რაღაცებს რომ წერენ, ალბათ, უფრო საკუთარი თავისთვის. პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომ ვინმემ წაიკითხოს.
აქვთ პრეტენზია და მარტო ერთმანეთის ბლოგებს კითხულობენ. “ჩანახატებიანი” ბლოგოსფერო გვაქვს. ძალიან რამანწიჩნი. საერთოდ არ გვგვანან მკვდრებს :დ
რას უშვება სიტყვის თავისუფლება ბლოგოსფეროს, რა 😀 😀 😀
: ))
ვააა, წყაროც ცოცხალი ყოფილა 😀
მკვდრეთით აღვსდექით ყველა :დ
ისევ თქვენ თუ უშველით სიტუაციას.
მეც ძალიან მომენატრა აქტიური ბლოგოსფერო, მართალია უმრავლესობას კარგად არ ვიცნობ მაგრამ ვისაც ვიცნობ ისინიც დაიკარგნენ -_^ მიხარია შენი დაბრუნება და გააქტიურება ♥
მადლობა, კახი. ჩვენს ხელშია ყველაფერი. გავაცოცხლოთ სასტავი. სადმე გავიდეთ, თუნდაც ვერის ბაღში 🙂
ვერის ბაღიც კი მომკენატრა 😀 გავაცოცხლოთ სასტავი –ადვილი სათქმელია დიანიკო :)))
თარიღის დათქმა უნდა და ეგაა… 🙂