ბლოგი · კარიერა · კინემატოგრაფია

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი #BIAFF და კონკურსი ბლოგერებისთვის

აგერ უკვე, მეოთხე წელია, ჩემი მეგობრები მონაწილეობას იღებენ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში. წელს მეც გადავწყვიტე, გამეკეთებინა განაცხადი.

Keep Calmბოლო პერიოდია, რაც წერას კვლავ აქტიურად მივყავი ხელი. ჩემგან რომ კარგი კრიტიკოსი დადგებოდა, ფაქტია, თუმცა, საინტერესო იქნებოდა, თავი ჟურნალისტის ამპლუაშიც გამომეცადა – ფესტივალი საშუალებას იძლევა ჩავწერო უამრავი საინტერესო ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფილმებზე, რომელთა ხილვის ბედნიერებაც მექნება, თუ კი მომცემენ აკრედიტაციას.

მსურს ერთი კვირით (ცოტა მეტით) სულ სხვა სამყაროში გადავინაცვლო და შევიტყო, თუ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, იურიდიულის ნაცვლად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი რომ ამერჩია და ამ პროფესიით მემუშავა არც თუ ისე წარუმატებლად.

წელს ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2014 წლის 14-21 სექტემბერს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები შეგიძლია იხილო ბათუმის კინოფესტივალის Facebook – ის ოფიციალურ გვერდზე.

სარეგისტრაციოდ კი უნდა შეავსო აპლიკაცია 25 აგვისტომდე:

დამატებითი ინფორმაციისათვის: ზვიადი ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 574 482 181

  • კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. 
  • კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ 
  • კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“,  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, 
  • კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია,  გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, FILM PRINT ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“, Newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი, Film New Europe.

სექტემბრამდე, ჩემს ჟურნალისტ მეგობრებსაც შევაწუხებ და ერთი ორ რჩევას მათგანაც მივიღებ. მოკლედ, ვიწყებ სამზადისს!!

Advertisements

9 thoughts on “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი #BIAFF და კონკურსი ბლოგერებისთვის

  1. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომ არ ისწავლე ეგ კარგია მენდე 🙂 (თავად მაქვს დამთავრებული 😉 ) ისედაც გადასარევად წერ :*

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s